სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია -ეკა გიგაური

16.10.23 17:56
სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია -ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "პირველებთან" აფასებს. 

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსტიტუტები მიითვისა. 

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად იყო მოსალოდნელი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე. ზუსტად ეს არის მიზანი კონკრეტული ინსტიტუტის მიტაცება, რომ მან ისე იმოქმედოს, როგორც მმართველი პარტია თვლის და გააკეთოს ყველაფერი, რომ დაკმაყოფილებული იყოს მმართველი პარტიის ინტერესები. ამ შემთხვევაში ასე მოხდა, რომელიც კიდევ უფრო საგანგაშოა, იმიტომ, რომ აქ საუბარია ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე.

გიგაური ასევე ამბობს, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს საკუთარი და ქვეყნის პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის პროცესში.

მისი თქმით, ახლა მთავარი პარლამენტია, სადაც მთავრობას 100 ხმა სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.

პრობლემაა, რომ მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აქვთ ქვეყნის წინაშე. მათ იმოქმედეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ.ცხადია ეს ყველაფერი არის ევროინტეგრაციის პროცესის  საბოტაჟი. მე მაქვს იმედი, რომ კონკრეტული ადამიანები პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ, იმიტომ ,რომ დღეს შესაძლებელია კიდევ ერთხელ ამ გადაწყვეტილებამ კონკრეტული გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში",-განაცხადა ეგა გიგაურმა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.