რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება? - დასკვნა ჯერაც არ გამოქვეყნებულა

16.10.23 17:07
რაზე დაყრდნობით მიიღეს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება? - დასკვნა ჯერაც არ გამოქვეყნებულა

ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო, თუმცა ეს არ არის ის, რისი ატვირთვის პირობასაც სასამართლოს თავმჯდომარე დებდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, რას ეყრდნობოდა, როცა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. საუბარია  50 გვერდიან დასკვნაზე.

გაუჩინარებულია პრეზიდენტის დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლე. გიორგი თევდორაშვილი კამერებთან არ გამოჩენილა და განმარტებებს არ აკეთებს, რატომ მისცა ხმა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს.

საკონსტიტუციოს სამმა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა ზურაშვილის იმპიჩმენტს. ჯერჯერობით უცნობია,  როგორ ასაბუთებენ იმერლიშვილი, ტუღუში და კვერენჩხილაძე ამ პოზიციას. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.