ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია
ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი არ აირჩია.
ხათუნა ლოთაძემ, რომელიც ამავე სკოლაში ქართულ ენისა და ლიტერატურას ასწავლის, საბჭოს 13 წევრიდან, მხოლოდ ერთი წევრის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სკოლის ყოფილი დირექტორი, ტარიელ კალანდაძე რჩება, რომელიც სკოლას 30 წელიწადზე მეტია ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ კალანდაძემ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, განათლების სამინისტრომ ის დირექტორთა არჩევნებში კანდიდატად არ წარადგინა. კალანდაძის სკოლიდან ჩამოშორებას მასწავლებლებისა და მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა.
დღეს დამდგარი შედეგის შემდეგ, განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუა არა ტარიელ კალანდაძეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თუ ახალ კონკურს გამოაცხადებს.
აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს აქვს უფლება, გამოიყენოს დისკრეციული უფლება პირდაპირ დანიშნოს სკოლის დირექტორი.