პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას - ბოკუჩავა

16.10.23 17:12
პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას - ბოკუჩავა

"პოლიტიკური ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს," - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი ფრაქციის პოზიცია უცვლელია, იმპიჩმენტის კენჭისყრის დღეს ისინი სხდომათა დარბაზში არ შევლენ და ამავე ქმედებისკენ მოუწოდებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

დღევანდელი ხელისუფლება, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიზანმიმართულად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამიტომ ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, რომ იგივე გააკეთონ იმისთვის, რომ „ოცნებას“ შეეზღუდოს მანიპულაციის სივრცე“, - ამბობს ბოკუჩავა.
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.