"ევროკავშირისკენ გზა მიდის კონსტიტუციის დაცვაზე" - მანანა კობახიძე
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - საკონსტიტუციო სასამარლო თავის მართლების რეჟიმშია. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მათი ვერდიქტი არგუმენტირებულია. მანანა კობახიძე ამტკიცებს, რომ მათი გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტერგარციას ხელს არ შეუშლის. მისივე თქმით, სწორედ სანქციებით მუქარა წარმოადგენს სასამართლოზე ზეწოლას.
არ იგვიანებს, რა თქმა უნდა, აიტვორთება. უბრალოდ, თხოვნაა, რომ სამართლებრივი არგუმენტები, რაც სასამართლომ ჩადო გადაწყვეტილებაში, გააშუქოთ ეს არგუმენტები. ყველა კითხვაზე, დამერწმუნეთ, სასამართლოს აქვს პასუხი გაცემული და შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა სწორედ იმ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც იყო სადავო და რა თქმა უნდა, არ გაცდენია ამ შემთხვევებს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ დასაბუთებულია და არგუმენტირებულია ჩვენი სამართლებრივი პოზიცია. ჩემთვის საინტერესოა განსხვავებული აზრებიც, თუმცა ჯერ არ მინახავს და ვნახავთ. შესაბამისად, რაც შეხება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, მოგეხსენებათ, რომ ეს სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის და სასამართლო ვერ შევიდოდა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაში. საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად აფასებს ამა თუ იმ ქმედებას, ძალიან არასწორია კითხვა დაისვას, ეს სტატუსს შეუშლის თუ არ შეუშლის ხელს, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, რომ ევროკავსირისკენ გზა ნამდვილად მიდის კონსტიტუციის დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე. ეს უნდა დაიცვას ყველამ. კონსტუტუცია განვუმართეთ და ჩვნე ჩვენი უფლებამოსილებები შევასრულეთ, სანქციით გვემუქრებოდეს არ ვიცი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ეს არის პირდაპირ სასამართლოზე ზეწოლა, - ამბობს მანანა კობახიძე.