იმპიჩმენტით ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია - რაზე საუბრობს რომან გოცირიძე

16.10.23 17:14
იმპიჩმენტით ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია - რაზე საუბრობს რომან გოცირიძე

"ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია ამით - ჯერ თავისი პირადი ბოღმა დაიკმაყოფილა და თავისი ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი," - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გოცირიძის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობით ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია, მათ შორის, დასაჯა ზურაბიშვილი და ერთგულება დაუმტკიცა რუსეთს. 

ივანიშვილმა რამდენიმე მიზანს მიაღწია ამით - ჯერ თავისი პირადი ბოღმა დაიკმაყოფილა და თავისი ჭკუით დასაჯა სალომე ზურაბიშვილი. მეორე ის, რომ კვლავ დაუმტკიცა თავისი ერთგულება რუსეთს და მესამე, შეუზღუდა პოლიტიკური აქტივობა, საგარეო პოლიტიკური აქტივობა პრეზიდენტს. ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტში იმპიჩმენტი ვერ დამტკიცდება,“ - ამბობს გოცირიძე.
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.