არც კი დაგვიშვია, რომ პრეზიდენტს თანხმობა სჭირდებოდა ვიზის გაცემასავით, ცალსახად არასწორია, რაც საკონსტიტუციომ თქვა - ბესელია
როგორ უნდა წაეკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი და ითვლება თუ არა საჭიროდ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობისთვის საგარეო ვიზიტებზე მუდმივი თანხმობის მოთხოვნა? - ეკა ბესელია, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სწორედ იმ დროს ხელმძღვანელობდა, როდესაც კონსტიტუცია შემუშავდა, ამბობს, რომ მაშინ გუნდი შეთანხმდა, რომ პრეზიდენტს მუდმივად არ სჭირდებოდა მთავრობის თანხმობა.
ბესელიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია.
52-ე მუხლში ჩვენ, ვინც ხმა მივეცით ამ კანონს და მე ხომ ვლაპარაკობ დღეს ადამიანი, ვინც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი იმ ცვლილებების მიღების დროს, ძალიან კარგად ვიცი, რა ნორმატიული შინაარსი დევს იმ მუხლში - ჩვენ არც კი დაგვიშვია ის, რომ პრეზიდენტს ყველა ჯერზე თანხმობა სჭირდებოდა ვიზის გაცემასავით, როდესაც ის ახორციელებდა საერთაშორისო ვიზიტებს. ცალსახად არასწორია, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, მეორე, ხომ ფაქტია, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივაციით და შურისძიებით ნაკარნახევი. მე იმედი მაქვს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ,“ - ამბობს ეკა ბესელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.