ფონდი "ქართუ" ქონებებს იბრუნებს - რას ფიქრობს ივანიშვილის გეგმებზე საკრებულოს ოპოზიცია

16.10.23 17:43
ფონდი "ქართუ" ქონებებს იბრუნებს - რას ფიქრობს ივანიშვილის გეგმებზე საკრებულოს ოპოზიცია

ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუს" მხრიდან ქონებების დაბრუნების საკითხს თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ეხმაურება და ივანიშვილს მიწის ნაკვეთების თბილისელებისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. 
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, ანა გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი ამ მიწის ნაკვეთებზე კვლავ „მეგა მშენებლობებს“ დაიწყებს.

დედაქალაქში თუ რაიმე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული და არა მხოლოდ დედაქალაქში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით დაწყებული, 4 ჰა-ზეა საუბარი, რომელიც წაართვა დედაქალაქს და საკუთარ რეზიდენციას მიუერთა, დამთავრებული პუშკინის ბაღით, აქაც თავისი ბიზნესი დაიწყო და შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიას დაუბრუნებს დედაქალაქს, არ არსებობს. ეს არის გამორიცხული ამბავი და არარეალური სურათი. 

ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს ინფორმაცია „ქართული ოცნებიდან“, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე აპირებს მორიგი მეგა მშენებლობის დაწყებას, მაგრამ თუ არ ააშენებს ის კომპანია, რომელთანაც მშენებლობა გაუქმდა, ააშენებს სხვა კომპანია,“ - ამბობს გოგოლაძე.

თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან „ხალხისთვის“ ნინო წულაძე დარწმუნებულია, რომ რეკრეაციული ზონების გაფართოება ვერ მოხერხდება, რადგან ივანიშვილი ამ ქონებას კვლავ მშენებლობისთვის გამოიყენებს. 

რას აპირებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" - ამ ტერიტორიაზე შემოვა სხვა სამშენებლო კომპანია დეველოპერი, რომელიც ჩანაცვლდება და გააგრძელებს აქ სამშენებლო პროცესებს და რეალურად ჩაიდგმება ან კორპუსები ან სხვა დანიშნულების ობიექტები, ან რაც უნდა მოხდეს რეალურად - ეს ტერიტორია გადაეცემა თბილისს და დაიტვირთება იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანიშნულებით, როგორიც არის რეკრეაცია,“ - ამბობს ნინო წულაძე.