არ მგონია, პრეზიდენტი დღესაც ღიმილიანი ფოტოების გამოქვეყნების ხასიათზე იყოს
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტს გადადგომას ურჩევს. ედპუტატი ამბობს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ღიმილიანი ფოტოების გამოქვეყნების ხასიათზე ვეღარ იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე: ან მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით და ეს იქნება მისთვის კარგი, რომ გადადგეს ან ატაროს ის ტვირთი, რასაც ჰქვია საქარტელოს პრეზიდენტი, რომელსაც, რპაქტიკულად, არც ხალხისგან გააჩნია ლეგიტიმაცია, აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან... მე რომ ვიყო მისი მრჩეველი, ვურჩევდი იმას, რომ ცუდსა და უარესს შორის გაკეთებინა ალტერნატივა ცუდზე. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რახასიათეც იყო დაახლოებით 1 თვის თუ თვენახვირს წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას, - თქვა მაჭარაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.