2023 წელი 16 ოქტომბერი - ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტი გაასამართლეს
2023 წელი 16 ოქტომბერი - ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლომ გაასამართლა. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დამნაშავედ გამოცხადდა. შეხვედრა მაკრონთან, შოლცთან და შტაიანმაირეთან პრეზიდენტს დანაშაულად ჩაეთვალა. ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადების დროს სასამართლოს თავმჯდომარემ ერთი-ერთში გაიმეორა ყველაფერი, რასაც პრეზიდენტის წინააღმდეგ მომჩივანი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა.
ექვსი სამის წინააღმდეგ. ვერდიქტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმების რაოდენობის ზღვარზეა მიღებული. გადამწყვეტი ერთი ხმა აღმოჩნდა.
რა ხდებოდა სასამართლოს კედლებში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე? სასამართლოს თავმჯდომარემ ვერდიქტის წაკითხვა დააგვიანა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.