საკონსტიტუციომ გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო - მესამე სექტორი
როგორ მოაგროვა კლანმა საჭირო რაოდენობის ხმები საკონსტიტუციო სასამართლოში? ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ პოლიტიკური ვერდიქტის უკან მიხეილ ჩინჩალაძე დგას. სწორედ მან მიიღო დავალება პირადად ბიძინა ივანიშვილსგან და სისრულეშიც მოიყვანა. ამერიკის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ იმ პრეზიდენტს გამოუტანა განაჩენი, რომელიც კარ და კარ დადიოდა ევროპაში, რომ ქვეყნას კანდიდატის სტატუსი მიეღო.
ზეწოლის ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება - ეს არის არასამთავრობო სექტორის შეფასება დღევანდელ ვერდიქტზე. მესამე სექტორის თქმით, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მოსამართლეების ხმების ზღვარზე მიიღო, ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის. მესამე სექტორში ვარაუდობენ, რომ საჭირო ხმების მისაღებად "ოცნებამ" პრეზიდენტის მიერვე წარდგენილი მოსამართლეც გადაიბირა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.