იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის... დღეს გაიცინა კონსტიტუციამ და დაღვრემილია პრეზიდენტი - მაჭარაშვილი
"იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის... დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და არის დაღვრემილი საქართველოს პრეზიდენტი" - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციისადმი.
იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის... დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და არის დაღვრემილი საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ის რეალობა, რომელ რეალობაშიც არ უნდა ამოყო თავი, იმიტომ რომ პატივი უნდა სცე იმ ქვეყნის კონსტიტუციას, სადაც შენ ხარ პრეზიდენტი - აღნიშნა მაჭარაშვილმა.