თუ კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფილა მთელი ევროპის საქმე - ევა გოცირიძე
"თუ კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფნა მთელი ევროპის საქმე," - ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მომხსენებლი მოსამართლე, ევა გოცირიძე აკეთებს.
ევა გოცირიძე ამტკიცებს, რომ სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა კონსტიტუციის სრული გათვალისწინებით დაადგინა. როგორც გოცირიძე ამბობს, ზურაბიშვილი ვალდებულია კონსტიტუციით გათვალისწინებულ ნორმებს დაექვემდებაროს.
მე მიმაჩნია, რომ თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის პრინციპის უგულებელყოფას და მიუშვებს თავის ნებაზე იმას, რომ თანამდებობის პირებმა, კონსტიტუციით მათთვის მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების გადაცილებით, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროპის კავშირში. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ კი არ დაადგინა, დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა. თუ კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფნა მთელი ევროპის საქმე", - ამბობს ევა გოცირიძე.