"ოცნება" პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს - როგორ უპასუხებს ზურაბიშვილი?
გადააყენებს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტს? - პოლიტიკური გაყრის ოფიციალურ გაფორმებამდე დღეებია დარჩენილი. უმრავლესობა მიმდინარე კვირაში გეგმავს იმპიჩმენტის კენჭისყრას. საკმარისი ხმები ჯერ არ აქვთ, ამიტომ ზურაბიშვილს მოუწოდებენ, თავად გადადგეს თანამდებობიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებისთანავე პრეზიდენტზე მორიგი იერიში ირაკლი კობახიძემ მიიტანა. "კოჭლი იხვი" - ამ ტერმინით მოიხსენია დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ქვეყნის მთავარსარდალი.
კობახიძის რიტორიკა მალე აიტაცეს უმრავლესობის და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლებმა. ღირსება დაუწუნეს და ახლა იმის იმედი აქვთ, რომ დღეიდან პრეზიდენტს მომღიმარი ფოტოების გადაღების ხასიათი აღარ ექნება.
სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნებისთვის" ჯერ არ უპასუხია, თუმცა ეს დუმილი დროებითია. ახლა მთავარი ინტრიგაა, მივა თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტს უნდა უყარონ კენჭი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.