"გილოტინა მედიისთვის" - რატომ ჩქარობს "ოცნება" მედიის შემზღუდავი ცვლილების მიღებას?
გილოტინა მედიისთვის - სწორედ ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი "ქართული ოცნების" ახალ კანონპროექტს. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ ხელისუფლება ახალ ბერკეტებს იკანონებს. ანუ თუ კომუნიკაციების კომისია ჩათვლის, რომ მედიამ სტანდარტები დაარღვია, ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ კი ფინანსური სანქციები ამოქმედდება.
"ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებენ, თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება ჩქარობს და ახალ რეპრესიულ კანონს დაჩქარებული წესით იღებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.