კობახიძე წააგებს თუ მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ ქვეყანა ამ პროცესით აუცილებლად წააგებს - ჩუგოშვილი
"კობახიძე წააგებს თუ მოიგებს, არ ვიცი, მაგრამ ქვეყანა ამ პროცესით აუცილებლად წააგებს," - კომენტარი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა "ტვ პირველთან" საუბრის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სხვების დამაკნინებელი ხასიათის ქმედებები ახასიათებთ.
თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტიის მიზანია პრეზიდენტი მათი პარტიული გაგრძელება იყოს.
კობახიძე თავის თავს და თავის თამაშს წაუგებელს თუ ეძახის, ის წააგებს თუ მოიგებს არ ვიცი, მაგრამ ქვეყანა ამ პროცესით აუცილებლად წააგებს. კობახიძეს ის თუ უხარია, ქვეყანა რომ წააგებს, ეს არ ვიცი. კობახიძესაც და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სხვების დამაკნინებელი მცდელობები ახასიათებთ. ჩვენც საკონსტიტუციო სასამართლოს ხდომაზე, როდესაც არგუმენტი არ ჰქონდათ, ისეთ ქცევებზე გადადიოდნენ, რომელიც სხვის დამცირებას და დაკნინებას ისახავდა მიზნად.
საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, კაცი რომელიც ასე იქცევა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ისინი არ მალავენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტს კრიტიკული შეფასებები ჰქონდა, როდესაც მან საქართველოს პარლამენტს მიმართა, შემდგომ 27 მაისს მისი სიტყვა იყო კრიტიკული. ისინი პირდაპირ ამბობენ, ან პრეზიდენტმა უნდა თქვას ის რაც ჩვენ გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პრეზიდენტობის ღირსად აღარ ჩავთვლით და გადავაყენებთ მასო. მათი მიზანია, რომ პრეზიდენტი იყოს გაგრძელება მათი პარტიული მიზნების. თუ კი პრეზიდენტს გააჩნია საკუთარი მოსაზრება. ეს მათთვის სრულიად მიუღებელია - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.