მიმდინარე კვირაში პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს მოუსმენენ
მიმდინარე კვირაში პარლამენტში დეპუტატები სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ანგარიშს მოისმენენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარე ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის ცნობით, პარლამენტარები ამავე კვირაში სახალხო დამცველის ანგარიშსაც მოისმენენ, ასევე მათ წინაშე "მინისტრის საათის" ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ინტერპელაციის ფარგლებში კი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება.