ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, ცნობს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას - მდინარაძე
პარტია "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძემ "ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილა და თქვა, რომ მმართველი პარტია ელოდება, ცნობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პროცესის განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების არგუმენტები მმართველი პარტიის გასაბათილებლად საინტერესო იქნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვინდა მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც იქნება კენჭისყრა, კი ბატონო, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში. რომ საქართველოს მოსახლობას წარუდგინონ, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და რეალური რელევანტური პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი უკვე დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა.
აქ ძალიან საინტერესო იქნება მათი არგუმენტები, სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, თუმცა მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ განხილვაში მონაწილეობა, კი ბატონო არ შემოვიდნენ, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, უნდა მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში. მონაწილეობა მიიღონ საკითხს განხილვაში.
ასევე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია, მნიშვნელოვანია გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისმა წარმომადგენლებმა თქვენი კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებზე ამ თემასთან დაკავშირებით თავი აარიდეს, თუმცა ველოდებით პრეზიდენტისგან პოზიციას, საერთოდ ცნობს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - აღნიშნა მდინარაძემ.