რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება - ხაზარაძე საკონსტიტუციოზე
"ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა" - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყნის კონსტიტუციურად გაცხადებული მისწრაფების ასრულებას ემსახურებოდა.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტი დაადანაშაულა იმაში რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაცხადებული მისწრაფების აღსრულებას ემსახურებოდა, გავხდეთ ევროპის ნაწილი და მივიღოთ კანდიდატი სტატუსი. ეს არის რუსეთის დავალების პირნათლად შესრულება ამჟამად უკვე ივანიშვილის მიერ დაქვემდებარებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მადლობა სამ მოსამართლეს პრინციპულობისთვის, ბრძოლა გრძელდება რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის - აღნიშნა ხაზარაძემ.