"ოცნებამ" იმპიჩმენტით ჩარტერის და ფარცხალაძის თემის გადაფარვა სცადა - ძიძიგური
კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესს "აბსურდის კონცერტს" უწოდებს ამის შესახებ ზვიად ძიძიგური "ტვ პირველთან" საუბრობს.
ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას წამოწყებული იმპიჩმენტით რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძისა და პრემიერ ღარიბაშვილის ჩარტერების გადაფარვა სურდა.
მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში იქნება კონცერტი. ეს ყველაფერი აბსურდის კონცერტს დაემსგავსა. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის თემაზე ტემპერატურა აწია, მაგრამ ცოტა ხანში ჩავარდება. მათ სურდათ, რომ ფარცხალაძისა და ჩარტერის თემები გადაეფარათ. ამასთანავე, მესიჯი უნდა გაეგზავნათ რუსეთისთვის, რომ პრეზიდენტს ამ ტიპის მოქმედებებით უპირისპირდებოდნენ. რაც უფრო იზრდება ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, მისი რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. თუ მას იმპიჩმენტით გადააყენებენ, ოპოზიციურ ამომრჩეველს კიდევ უფრო მიიზიდავს - აღნიშნა ძიძიგურმა.