მარტიდან დანაშაულში 139 პირი ვამხილეთ, მათ შორის, 62 სამართალდამცავი - სპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის 1 მარტიდან დანაშაულში 139 პირი ამხილეს, მათგან 62 სამართალდამცავია. 12 პირი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 139 პირიდან, 62 - სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 65 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 12 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, - წერია უწყების განცხადებაში.