"ყველაზე მდაბიო განცხადება" - "პატარა კაცებად" გამოცხადებული "ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტს პასუხობენ

17.10.23 11:00
"ყველაზე მდაბიო განცხადება" - "პატარა კაცებად" გამოცხადებული "ოცნების" დეპუტატები პრეზიდენტს პასუხობენ

"პატარა კაცებად" გამოცხადებული ოცნების დეპუტატები პრეზიდენტს პასუხობენ. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, კენჭისყრის დროს ოპოზიციის არშესვლაზე სხდომათა დარბაზში, სარჯველაძე ამბობს, რომ ვისაც ეყრდნობოდა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის დროს, სწორედ იმათ მიმართ არ აქვს სანდოობა. 

ვისაც ეყრდნობოდა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევის დროს, რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ემოქმედა, აი იმათთან მიმართებაშიც არ აქვს მყარი დასაყრდენი და სანდოობა და ამიტომ არის მისი მხრიდან ასეთი მოწოდება, რომ დარბაზში კენჭისყრის დროს არავინ არ იმყოფებოდეს. როგორც ჩანს, ზედმეტად უფრთხილდება ის თავის თავს.

ეს განცხადება არის ყველაზე მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი. არ არის საჭირო ოპონენტების შერჩევა და მერე მონათვლა სხვადასხვა იარლიყებით. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი მის მდაბიო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ახლა მუქარებს ჯობდა ცოტა წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც "გაბედულ გადაწყვეტილებას" იღებდა, რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში დამდგარიყო," - განაცხადა სარჯველაძემ.