ღალატის და უნამუსობის მაგალითი ხართ - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

09.06.21 15:14
ღალატის და უნამუსობის მაგალითი ხართ - მწვავე დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს მოღალატე უწოდა. 

ყაველაშვილის გაღიზიანება გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, რომელიც ,,გავრილოვის ღამეს" შეეხებოდა. 

არ ვაპირებდი ნამდვილად, მაგრამ ისე წავიდა დინამიკა, მაინც უნდა გაგვახსენონ. მე აქ ვიყავი ძვირფასო ,,ნაცმოძრაობის" წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ასეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როცა ერთმანეთში საუბარი გქონდათ, რომ ეს ახლა ამდენი გულწრფელად განაწყენებული ადამიანი სახლში არ გაგეშვათ და როგორმე პარლამენტში შემოჭრით გადაწყვიტეთ, ზოგი დაუმორჩილებლობაზე საუბრობდით.

დაწყნარდი, გუბაზ, ვერც შენი მასით და ვერც ყვირილით ვერ შემაშინებ, პასუხი შენ გაეცი საზოგადოებას, ამათთან როგორ გადახვედი, თქვენ ხართ მაგალითი ღალატის და უნამუსობის. მაშინ ერთად ვიდექით 200 ათასიან მიტინგებზე და არც ერთი ძალადობა არ განხორციელებულა, არც პოლიციელზე და არც სახელმწიფო ინსტიტუტზე, ამ შემთხვევის გარდა, ვგულისხმობ 20 ივნისს.

კადრებია და დაინახეთ, ვინ იწყებს და რას იწყებს. რითი გინდათ ამის გადაფარვა და რას მალავთ? თუ გინდათ, დავხუროთ ეს ფურცელი, რაღად გინდათ ეს სპეკულაციები? - მიმართა ყაველაშვილმა დეპუტატს.

 

 

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, საპარლამენტო უმრავლესობას კითხვა დაუსვა, ,,როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში".