იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

17.10.23 11:11
იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? - მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, გუშინდელმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი კი არა  ოპოზიციის ლიდერი იყო. 

მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ჭაობში ეფლობა.

რას ნიშნავს, ახლა ნახოს "ოცნებამ", რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა? რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება თუ უფლებამოსილებები, რაც აქამდე ჰქონდა, არ იყენებდა და ახლა გამოიყენებს, თუ როგორც უნდა ისე გამოიყენებს? პრეზიდენტი კი არა ოპოზიციის ლიდერი იყო და ესეც გამოჩნდა, პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას, რომ გარეთ გამოდით და ა.შ. ის ამ პოლიტიკურ ჭაობში ნელ-ნელა ეფლობა და ჯობდა საერთოდ არ გამოსულიყო და საერთოდ არაფერი ეთქვა. აშკარად ემჩნეოდა ტონალობაში, რომ ვეღარ იყო ისეთ გონორზე, როგორც ერთი თვის წინ". - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.