გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტის თხოვნას? - რას ამბობენ "ლელო"-ში

17.10.23 11:22
გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტის თხოვნას? - რას ამბობენ "ლელო"-ში

გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის თხოვნას? - "ლელოში" ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დროს კენჭისყრაზე არშესვლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლიან სხვა პარტიებთან, რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ერთიანი გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეასრულა რუსეთის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული იმპიჩმენტი არის პირდაპირ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. ყველა პარლამენტის წევრი, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ასევე შეასრულებს რუსულ დავალებას. ჩვენ ცხადია, პატივს ვცემთ პრეზიდენტის აზრს, მის მიერ გამოხატულ შეხედულებას, რომ უკეთესია, თუ ის მარტო იქნება დარბაზში, თუმცა დამატებით კონსულტაციას გავივლით სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ერთიანი გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული". - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციას ურჩია, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დროს დარბაზში არ შევიდნენ.

"მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახლა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია. ამ მომენტისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კენჭისყრის საკითხს ოპოზიციიდან, მხოლოდ "გირჩი" დაესწრება.