პრეზიდენტის თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ - გახარიას გუნდი

17.10.23 11:34
პრეზიდენტის თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ - გახარიას გუნდი

გიორგი გახარიას გუნდი პრეზიდენტის თხოვნას და მოწოდებას გაითვალისწინებს, ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. 

დაუშვილის თქმით, როგორი იქნება განვითარება და ვინ რას დაესწრება, ამას მოვლენები გვაჩვენებს.

გუშინ პრეზიდენტმა რა მოწოდებაც გააკეთა, რაღაცა კითხვები გააჩინა, რას გულისხმობს, განხილვის საკითხს, მხოლოდ კენჭისყრის საკითხს, თუ ორივეს? სავარაუდოდ ორივეს. ამიტომ ჩვენ მის თხოვნას და მოწოდებას გავითვალისწინებთ. ამის შემდგომ უკვე როგორი იქნება განვითარება, ვინ განხილვას დაესწრება, ვინ კენჭისყრას, ეს უკვე ცალკე საკითხია. რატომ ფიქრობს, რომ ეს სწორია ან რაღაც არასწორია, არ ვიცი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, ჩვენი პოზიცია რა იყო იქამდე, ჩვენ ვაპირებთ, რომ მისი მოწოდება გავითვალისწინოთ". - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიციას ურჩია, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დროს დარბაზში არ შევიდნენ.

"მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახლა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია. ამ მომენტისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კენჭისყრის საკითხს ოპოზიციიდან, მხოლოდ "გირჩი" დაესწრება.