ეროინტეგრაციის კუთხით უმოქმედობა უფროა კონსტიტუციის დარღვევა - ჩუგოშვილი

17.10.23 12:00
ეროინტეგრაციის კუთხით უმოქმედობა უფროა კონსტიტუციის დარღვევა - ჩუგოშვილი

პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით სერიოზული ფუნქცის შესრულება შეუძლია, თუმცა მთავრობას მისი შებოჭვა სურს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი, თამარ ჩუგოშვილი საუბრობს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელის თქმით, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ზურაბიშვილის მხრიდან უმოქმედობა იქნებოდა სწორედ კონსტიტუციის დარღვევა.

პრეზიდენტს შეუძლია ძალიან სერიოზული ფუნქციის შესრულება საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარლამენტს და მთავრობას უნდა, რომ იგი შებოჭოს და საერთოდ ჩამოაშოროს საგარეო პოლიტიკას. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ფუნქცია, მისია და მოვალეობაც, იმიტომ, რომ ეს ის მომენატია, ის პერიოდია ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, არაფრის გაკეთება და უბრალოდ ლოდინი, სხვები როდის იმოქმედებენ, უფრო არის კონსტიტუციის დარღვევა, ვიდრე ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ საქართველომ უფრო წინ წაიწიოს ამ დასავლური ინტეგრაციის კუთხით, - თქვა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა.  პროცესებმა ახლა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს.