"მონა.ჯი" ოფიციალურად ამუშავდა - ვინ მოხვდა შავ სიაში?
პროკურორები, სუსის გამომძიებლები მოსმართლეები და პოლიციელები - იდენტიფირებულია პოლიტიკური დავალებების შემსრულებლების ვინაობა ძალოვან სისტემებში. ახალი პლატფორმა "მონა.ჯი" დღეიდან უკვე ოფიცალურად მუშაობს და ყველა იმ პირის ვინაობა გასაჯაროვდება, ვინც "ოცნების" პოლიტიკური დავალების შემსრულებელია.
ახალ პორტალზე უკვე გამოჩნდა კონკრეტული სახელები და გვარები. ეს ელენე ხოშტარიაა და ზურა გირჩი ჯაფარიძის მხილების პირველი სერიაა. სიაში 8 ადამიანია. მათ შორის არიან ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორები და ე.წ. სახელმწოფო გადატრიელბის საქმის გამყალბებელი გამომძიბელები სუსიდან.
სიაში მოხვდნენ:
მინდია ჯანელიძე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ხოშტარიას თქმით, 16 ოქტომბერს მან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა;
მიხეილ სადრაძე - კარტოგრაფების და სხვა პოლიტიკური საქმეების პროკურორი;
ირაკლი ყაფლანიშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ხვიჩა ბეგიაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ელიზა კუნჭულია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ ე.წ. გადატრიალების ადმინისტრაციული საქმის გამომძიებელი;
ირაკლი ჩიკაშუა - ირაკლი ჩიკაშუამ განიხილა მარტის აქციებზე დაკავებული, პოლიტიკური პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, ნიკა მოსიაშვილისა და პარტიის თავმჯდომარის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეები;
ბერიკა ტალახაძე - ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა ბერიკა ტალახაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა;
რატი ღოღაძე - ხოშტარიას თქმით, 2023 წელს სასამართლო სხდომაზე შსს-ს თანამშრომელმა რატი ღოღაძემ გირჩი-მეტი თავისუფლების წევრ ნიკა მოსიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ სია დღესვე გადაეგზავნება დასავლეთის ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს საქართველოში.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინტერნეტ პორტალი გასულ კვირას შექმნა. მისი მიზანია გამოააშკარაონ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს მიზანმიმართულად შეუშლის და რუსული წესებით ითამაშებენ.