პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების უარყოფას - მოსამართლეები

17.10.23 12:35
პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების უარყოფას - მოსამართლეები

პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების უარყოფას - ამის შესახებ საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. 

მოსამართლეების თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თანამდებობის პირთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

ამავდროულად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მოხდა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების გზით, 6 წლის ვადით. შესაბამისად, ამგვარი პირის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გადაყენება წარმოადგენს ამომრჩეველთა ნების (არჩევანის) უარყოფას/უგულებელყოფას. დემოკრატიის პრინციპის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული, როგორც მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარების ვალდებულება. ამგვარი არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს, თუკი არ მოხდება ამომრჩეველთა მიერ გამოვლენილი ნების დაცვა, არჩეული პირის სათანადო კონსტიტუციური გარანტიებით აღჭურვა, რაც ასევე დემოკრატიის ბუნებრივ გაგრძელებასა და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ თანამდებობის პირთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა". - ნათქვამია დოკუმენტში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.