ამ სამარცხვინო რუსულ მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებთ - სამადაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

17.10.23 13:06
ამ სამარცხვინო რუსულ მასკარადში მონაწილეობას არ ვაპირებთ - სამადაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ამ სამარცხვინო რუსულ მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სამადაშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას უთხრა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ბოლომდე ვერ მიიყვანს.

ამ სამარცხვინო რუსულ მასკარადში მონაწილეობას ჩვენ პირადად არ ვაპირებთ. ამიტომ შეკითხვები თქვენთან არ გვექნება და არც საქართველოს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ გასაგებია რასაც აკეთებთ, თუმცა ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ. როგორც მოგიწიათ რუსული კანონის უკან წაღება, ისე მოხდება აქაც.

მე მაინც ვერ გავიგე, როდის გეგმავთ ამ სამარცხვინო რუსული იმპიჩმენტის გამართავს პარლამენტში? ხვალ თუ ზეგ დაგვიზუსტეთ. და საქართველოს პრეზიდენტს აძლევთ თუ არა უფლებას, გამოვიდეს სიტყვით". - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ დილიდან იწყებს - გადაწყვეტილება მიღებულია, კენჭისყრა ხვალ გაიმართება. სხდომათა დარბაზში კი "ოცნების" პირისპირ პრეზიდენტი იქნება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივა და სიტყვითაც გამოვა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება კი დღეს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა.