1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, "ოცნებამ" მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

17.10.23 13:21
 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, "ოცნებამ" მოიყვანა და დასვა პრეზიდენტად - ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე

პრემიერი ამტკიცებს, რომ არ აინტერესებს, წავა თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში. მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტს ურეიტინგო უწოდა და თქვა, რომ ზურაბიშვილი "ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა პრეზიდენტად: 

არ მაინტერესებს. გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია? შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით, - თქვა ღარიბაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განხილვის დროს პარლამენტში მივა და რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".