დადასტურდა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევია - პრემიერი
დადასტურდა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევია, - ასე აფასებს ქვეყნის პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია არერთგზის უხეშად დაარღვია.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ვთქვა, რომ ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. ეს, რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთის, რომ იგი უდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის კანონის და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ დაარღვია უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის კონსტიტუცია, - თქვა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდგომ პროცედურებზე თქვა, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვების "ილუზია" არ აქვთ.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი იმის შესახებ, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებს უმრავლესობა, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზია არავის არ ჰქონდა, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები და უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იქნებოდა კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა.
ქალბატონი სალომესგან, ალბათ, დამეთანხმებით - ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ქართულ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, ეს გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
როდესაც პრემიერს "პირველებმა" პრეზიდენტის "პატარა კაცებთან" დაკავშირებით ფრაზა გაახსენა, ღარიბაშვილმა ჟურნალისტები შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
რჩევას მოგცემთ, თქვენ შეეშვით შეურაცხყოფის მიყენებას, - უთხრა პრემიერმა "პირველებს"
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა.