რას გულისხმობდა პრეზიდენტი, როდესაც ოპოზიციას მოუწოდა, სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ - მსხილაძის განმარტება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც ოპოზიციას მიმართა, რომ იმპიჩმენტის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში არ შესულიყვნენ.
მსხილაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს შიში არ აქვს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, უბრალოდ გაუგებრობა რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ მოხდა პრეზიდენტის მხრიდან ამის მოწოდება.
შიში ნამდვილად არ არის ამის [რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს].
უბრალოდ, როდესაც „ქართულ ოცნებას” დასჭირდა 94 ხმა, ეს მოხერხდა ისე, რომ თავად დეპუტატები არკვევდნენ, რომელმა დააჭირა ღილაკს ხელი. ასეთი გაუგებრობა რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მოწოდება, რომ ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს პროცესი მიმართულია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, დადგნენ გარეთ და ამით გამოხატონ პროტესტი”,- განაცხადა მსხილაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ განხილვის დროს პარლამენტში მივა და რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".