70 წლის ქალი და უზრდელობს - კობახიძე პრეზიდენტზე

17.10.23 13:40
70 წლის ქალი და უზრდელობს - კობახიძე პრეზიდენტზე

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ლანძღვა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან დერეფანში ბრიფინგზეც გააგრძელა და კიდევ მრავალჯერ გაიმეორა, რომ სალომე ზურაბიშვილი უზრდელობს.

მისი თქმით, ენმ და ზურაბიშვილი ერთად დგამენ "საწყალი სალომეს" სურათს სალომე ზურაბიშვილი სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენით.

პრეზიდენტი ჰქვია ყველაფერს რომ თავი დაანებო და სირცხვილია და რაღაც ასეთი ტერმინები გამოიყენა. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია და იმაზე არაფერს არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, რაც გუშინ გააკეთა. ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. პრეზიდენტი 70 წლის ქალი და უზრდელობს. თვითონ უნდა მოისაწყლოს თავი, მარტო დაჯდეს დარბაზში და "ნაცმოძრაობა" უნდა გავიდეს გარეთ იმისათვის, რომ საწყალი სალომეს სურათი ერთად დადგან. აქ ხომ ჩანს რამდენად ძლიერია კოორდინაცია და მთლიანად კოლექტიურ "ნაცმოძრაობას შორის".- განაცხადა კობახიძემ.