უცნაური კი არის, კობახიძე ეძახის კოჭლს იხვს, მე უნდა გამოვიდე და დავიცვა ზურაბიშვილი - მანჯგალაძე

17.10.23 13:53
უცნაური კი არის, კობახიძე ეძახის კოჭლს იხვს, მე უნდა გამოვიდე და დავიცვა ზურაბიშვილი - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის დაცვა უწევს ირაკლი კობახიძისგან.

მანჯგალაძე განმარტავს, რომ ის არა სალომე ზურაბიშვილს არამედ საქართველოს პრეზიდენტს იცავს.

ცოტა უცნაური კი არის, პაატა მანჯგალაძე, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შტაბის, იცავს, სალომე ზურაბიშვილს ირაკლი კობახიძისგან. ირაკლი კობახიძე ეძახის კოჭლს იხვს და მე უნდა გამოვიდე ახლა და დავიცვა სალომე ზურაბიშვილი. მე კი არ ვიცავ სალომე ზურაბიშვილს, მე ვიცავ ახლა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს". - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.