პრეზიდენტის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ მოცემულობად - 3 მოსამართლე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

17.10.23 14:04
პრეზიდენტის სტატუსი გაგებულია შინაარსისგან დაცლილ მოცემულობად - 3 მოსამართლე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

3 მოსამართლის განსხვავებულმა აზრმა ქვეყნის მთავარ კანონზე დაყრდნობით დაადასტურა, რატომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსურდული.

სამი მოსამართლე ფიქრობს, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეების ნაწილმა სცადა შინაარსისგან დაეცალა პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრაქტიკულად ეთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფრის უფლება არ აქვს.

მოსამართლეების თქმით, საკონსტიტუციოს 6-მა მოსამართლემ პრეზიდენტის როლი ვერ გაითავისა და ვერდიქტის გამოტანის პროცესში ეს არ გაითვალისწინა. 

ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციოს დასკვნაზე 3 მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.