"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - კობახიძე

17.10.23 14:13
"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - კობახიძე

"ოცნება" მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არა მარტო  2024 წელს აპირებს არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.

"სალომე ზურაბიშვილი თავს ისაწყლებს და თავს იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს, არც იმედის საფუძველი არ აქვს, იმიტომ, რომ ერთი, იცის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და მეორე, ოცნება მაგრად იქნება შემდეგი 4 წელიც და კიდევ იმის შემდეგი 4 წელიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ". - განაცხადა კობახიძემ.