"ალბათ მიკერძოებულნი არიან" - ღარიბაშვილი სამ მოსამართლეზე

17.10.23 14:42
"ალბათ მიკერძოებულნი არიან" - ღარიბაშვილი სამ მოსამართლეზე

"ალბათ მიკერძოებულნი არიან" - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ის მოსამართლეები, რომლებსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. 

 რაც შეეხება მოსამართლეებს, გასაგებია, რომ ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი,  არ მინდა კომენტარი გავაკეთო მოსამართლეების ცალკეულ განცხადებებზე ან მათ მოტივაციაზე“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია  ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს. დანარჩენმა 6-მა მოსამართლემ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.

პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ,  18 ოქტომბრიდან იწყებს. ცნობილია, რომ სხდომათა დარბაზში "ოცნების" პირისპირ პრეზიდენტი იქნება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივა და სიტყვითაც გამოვა. 

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".