ზურაბიშვილი, რომელიც "ოცნებისთვის" არჩევნების დროს "პრინციპული არჩევანი" იყო, ე.წ. პრეზიდენტი გახდა
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" არჩევნების დროს "პრინციპული არჩევანი" იყო, ე.წ. პრეზიდენტი გახდა. "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერები ზურაბიშვილის გამო კარდაკარ დადიოდნენ და "ურეიტინგო" კანდიდატისთვის ხმის მიცემას სთხოვდნენ.
მეტიც, მდინარაძემ მეხუთე პრეზიდენტს ისიც შეახსენა, რომ მის მხარდასაჭერად საარჩევნო ბილბორდებზე "ოცნების" ლიდერები და ბიძინა ივანიშვილიც კი იყო გამოსახული.
სალომე ზურაბიშვილმა მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე არ დაიშურა შეურაცხმყოფელი სიტყვები საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებდნენ, განსაკუთრებით მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, რომ ის საქართველოს პრეზიდენტად არჩეულიყო.
წინასაარჩევნო პერიოდში რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ნული იყო შანსი, იმდენად არ ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი პიროვნული ავტორიტეტი. ის ადამიანები, რომლებსაც მძიმე შეურაცხყოფას აყენებს, კარდაკარ დადიოდნენ და საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, ის კი არა მოგვიწია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბილბორდები ყოფილიყო განთავსებული, მისი ფოტოების ნაცვლად.
არც მორალი, არც რეალობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ის კანდოდატის სტატუსისთვის იბრძვის, პირიქით, ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ იბრძვის.
ხვალიდან, ჩვენს პარტნიორებს უკვე მკაფიოდ ეცოდინებათ, რომ ქალბატონი სალომე, უკვე, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არ წარმოადგენს მის მესიჯებში საქართველოს“ - განაცხადა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს. დანარჩენმა 6-მა მოსამართლემ სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.
პრეზიდენტის გადაყენებას ქართული ოცნება ხვალ, 18 ოქტომბრიდან იწყებს. ცნობილია, რომ სხდომათა დარბაზში "ოცნების" პირისპირ პრეზიდენტი იქნება. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივა და სიტყვითაც გამოვა.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "პატარა კაცებთან" დასაცავად არავინ სჭირდება. მან ოპოზიციას ურჩია, რომ თუ სურთ ძლიერი სურათი - "გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ".