"კოჭლი იხვი არის "ქართული ოცნება" - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, კოჭლი იხვი არა პრეზიდენტი, არამედ "ქართული ოცნებაა".
მანჯგალაძის თქმით, გუნდმა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი აირჩია, საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს უზრდელი ეძახეს.
უზრდელი ეძახეს საკუთარ არჩეულ პრეზიდენტს, იმ პრეზიდენტს, რომლის ბილბორდზეც სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად თავად ირაკლი კობახიძე იყო გამოკრული. კოჭლი იხვი კი დამკვიდრებული ტერმინია დასავლეთში და შეიძლება არ გაბრაზდე მის დაძახებაზე, მაგრამ თუ ვინმე არის ამ სტანდარტით კოჭლი იხვი, ეს არის "ქართული ოცნება". - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან.