რატომ არ აკავებენ ტაქსის მძღოლის ცემაში მხილებულ პრემიერის ბიძას? - შს მინისტრი კითხვას გაურბის

17.10.23 15:26
რატომ არ აკავებენ ტაქსის მძღოლის ცემაში მხილებულ პრემიერის ბიძას? - შს მინისტრი კითხვას გაურბის

რატომ არ აკავებენ ჯგუფური თავდასხმის ორგანიზებასა და ფულის გამო  ტაქსის მძღოლის სასტიკად ცემაში ბრალდებულ ზურაბ გონაშვილს იგივე „კაკაშას“? - კითხვას ვახტანგ გომელაური გაქცევით პასუხობს.

ძალადობაში მხილებული პრემიერ-მინისტრის ბიძა ამ დრომდე ხელშეუხებელია. დედოფლისწყაროს არაფორმალური მმართველი პოლიციამ გამოკითხვაზეც კი არ დაიბარა. არადა,  ნოდარ შაბათის ეთერიდან გაირკვა, რომ ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა",  ტაქსის მძღოლს დედოფლისწყაროს ცენტრში, ათობით მოწმის თანდასწრებით გაუსწორდა.

ჩხუბი კახეთში ფულის გამო დაიწყო.  ღარიბაშვილის ბიძას ტაქსის მძღოლისთვის ვალის დაბრუნება არ უნდოდა. მოთხოვნებით გადაღლილმა კაკაშამ კი გიორგი ბექაურის გასაჩუმებლად  ჯგუფური ძალადობა დაგეგმა.

მსგავსი სიახლეები