კობახიძეს თავი მოაქვს, რომ კონსტიტუციის ავტორია და კოჭლი იხვი ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუცია - სამადაშვილი
კობახიძეს თავი მოაქვს, რომ კონსტიტუციის ავტორია და კოჭლი იხვი ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუცია - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, კობახიძეს ახსნა მოუწევს, მაშინ რა საჭირო იყო ასეთი ინსტიტუციის არსებობა.
კობახიძეს ასევე თავი მოაქვს, რომ კონსტიტუციის ავტორია, კოჭლი იხვი ყოფილა საერთოდ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საინტერესოა, მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო ამ ინსტიტუციის არსებობა. ამაზე ალბათ ბატონ კობახიძეს მოუწევს პასუხის გაცემა". - განაცხადა სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან.