12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი წარუდგინეს
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას "უფლებები საქართველო" ავრცელებს.
ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. უფლებები საქართველოს ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.