ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის უცხოელებთან შეხვედრა დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს - კობახიძე

17.10.23 15:37
ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის უცხოელებთან შეხვედრა დაუყოვნებლივ უნდა მოწესრიგდეს - კობახიძე

პრეზიდენტს, სავარაუდოდ, უფლებებს უფრო მეტად შეუზღუდავენ - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის. 

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით უცხოელ წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის საკითხი კანონის დონეზე "დაუყოვნებლივ" უნდა მოწესრიგდეს.

კობახიძე აცხადებს, რომ უნდა დაზუსტდეს, სად არის მთავრობის თანხმობა საჭირო. კობახიძის თქმითვე, ამ საკითხზე კონსულტაციებს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან გეგმავენ.

მე ვფიქრობ, რომ დაუყოვნებლივ ქვეყნის შიგნით შეხვედრების საკითხი უცხოელ წარმომადგენლებთან უნდა მოწესრიგდეს კანონის დონეზე. კანონის დონეზე უნდა იყოს მოწესრიგებული, რა ტიპის შეხვედრები, ღონისძიებები საჭიროებს მთავრობის თანხმობას. იმედია, რომ მთავრობაც ამ პოზიციაზე იქნება და ჩვენ მალე მოვახერხებთ კანონმდებლობის დახვეწას ამ მიმართულებას. [...]

მთავრობის თანხმობა სად არის საჭირო, ეს უნდა დაზუსტდეს საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე. რაღაცებზე შეიძლება მეც არ მქონდეს პასუხი, რა საჭიროებს თანხმობას და რა – არა. საგარეო ურთიერთობების სპეციალისტებთან კონსულტაციებს გავივლით და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რა არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ზოგან მარტივი დასადგენია, ზოგან შედარებით რთული და ეს სპეციალისტებთან უნდა გავიაროთ და ამის მიხედვით დაზუსტდეს"- თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები