ორბანის ვიზიტი საქართველოში - "ლელოს" "ოცნებას" აკრიტიკებს
"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ხელისუფლებას ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ევრკომისიის დასკვნამდე ორი კვირით ადრე ევროავშირის ინსტიტუტების მოწინააღმდეგე ორბანის ჩვენს ქვეყანაში ჩამოყვანა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუწყობს.
როდესაც ევროკომისიის დასკვნამდე 2 კვირით ადრე შენ თბილისში ჩამოგყავს და გვერდით დგები ისეთ ლიდერთან, რომელიც ყოველ დღე არის ჩართული ევროკავშირის ყევლა ინსტიტუტთან ბრძოლაში, რომელიც არის პირდაპირი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა, რომელსაც ხშრად მიიჩნევენ როგორც რუსეთის ცხენი ევროპულ კავშირში, ევროპულ პოლიტიკურ სცენაზე, ეს ყველაფერი ვერ ჯება და ჩაჯდება როგორც თანმიმდევრული ლოგიკური აქტი საქართველოს ევროპულ გზაზე და საქართველოს ევროპულ სურათში, - თქვა გრიგოლ გეგელიამ.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.