თქვენი ცარიელი მშვიდობა კარგად აღწერა "ლელთ ღუნიამ", იქნებ კიდევ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები - აქუბარდია "ოცნებას"

17.10.23 15:41
თქვენი ცარიელი მშვიდობა კარგად აღწერა "ლელთ ღუნიამ", იქნებ კიდევ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები - აქუბარდია "ოცნებას"

თქვენი ცარიელი მშვიდობა კარგად აღწერა "ლელთ ღუნიამ", იქნებ კიდევ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეონა აქუბარდიამ "ოცნებას" და უთხრა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მმართველმა გუნდმა მაშინ წამოიწყო, როდესაც რუსეთი ლიდერები, მათ შორის მარიონეტული რეჟიმის ლიდერები  პრეზიდენტს აკრიტიკებენ.

იქამდე, სანამ "ქართული ოცნების"  და პრეზიდენტის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ერთიანი იყო და  ახლა როდესაც რუსეთი ლიდერები, მათ შორის მარიონეტული რეჟიმის ლიდერები  პრეზიდენტს აკრიტიკებენ, თქვენ წამოიწყეთ იმპიჩმენტის პროცესი და ამ მოცემულობაში თქვენი ცარიელი მშვიდობა ძალიან კარგად აღწერა ლელთ ღუნიამ და იქნებ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები, ისევე როგორც საქართველოს ისტორია და სიმართლე უთხრათ ხალხს, რომ თქვენი მშვიდობა არის კაპიტულაცია, თქვენი მშვიდობა არის სუვერენიტეტის მიტაცება რუსეთის მხრიდან!“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. 

 

მსგავსი სიახლეები