პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი აირჩია - კენჭისყრისთვის "ოცნებამ" დარბაზში სერგეენკოც მიიყვანა

17.10.23 15:45
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრი აირჩია - კენჭისყრისთვის "ოცნებამ" დარბაზში სერგეენკოც მიიყვანა

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია. "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში სრული მობილიზება გამოაცხადა და კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში დავით სერგეენკოც იმყოფებოდა. სერგეენკოს ოცნება" საკანონმდებლო ორგანოდან ჯერ გაძევებას უპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრეს. 

ლევან ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა ორჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე ტაბლოზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმას შეადგენს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, „რომელიღაც პულტმა არ იმუშავა.“ ხელმეორედ კენჭისყრის შემდეგ ლევან ნემსაძე იუსტიციის საბჭოს წევრად 90 ხმით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად კიდევ ორ კანდიდატს უყარეს კენჭი: რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, აღნიშნულმა კანდიდატურებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები