დაკავებული ხართ ორბანის გაშავების მცდელობით - მდინარაძე კრიტიკულ მედიას
"ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე კრიტიკულ ტელევიზიებს და ოპოზიციას ბრალს უნგრეთის პრეზიდენტის გაშავებაში სდებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ვიქტო ორბანი საქართველოს მხარდამჭერია და ამ ფონზე მისი კრიტიკა არასწორია.
ნება მომეცით, შევნიშნო, რომ თქვენ ახლა ამ კითხვით და არა მხოლოდ თქვენი ტელევიზია, ის პარტია, რომელსაც თქვენი პარტია ემსახურება, დაკავებული ხართ ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობით, როდესაც ქართული რადიკალური ოპოზიცია იბრძვის საქართველოს ევროპული ინტერესის საზიანოდ, არ შეიძლება დამთხვევა იყოს ის ფაქტი, რომ დაკავებულები ხართ ორბანის გაშავების მცდელობით განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანი, მისი ხელისუფლება და მისი ქვეყანა დაკავებულია პარალელურად საქართველოს მხარდაჭერით, მისი ევროინტეგრაციის მხარდაჭერით. ფინეთში მანამდე საქართველოში პრემიერ-მინისტრი იყო და ამ თემის გაშავების მცდეობით იყავით სპეკულაციურაად დაკავებული, - ამბობს მდინარაძე.
რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ორბანმა დასავლეთზე შტურმი კახეთიდან მიიტანა. ერეკლე მეფის სასახლიდან უნგრეთის პრემიერმა ევროკავშირი გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველო დაჩაგრეს, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.