როცა ზურაბიშვილი საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, მაშინ წარმოგვიდგინა ის "ოცნებამ" პრეზიდენტად - კირკიტაძე

17.10.23 15:48
როცა ზურაბიშვილი საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, მაშინ წარმოგვიდგინა ის "ოცნებამ" პრეზიდენტად - კირკიტაძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, სწორედ მაშინ დაუჭირა მას მხარი და დასვა პრეზიდენტად.

კირკიტაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მაშინ სალომე ზურაბიშვილს სრულად ემიჯნებოდა.

როდესაც ის საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, სწორედ მაშინ ვიყავით ჩვენ მისი მოწინააღმდეგე, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" სწორედ მაშინ დაუჭირა მას მხარი, წარმოგვიდგინა და თავს მოგვახვია ის ქვეყნის პრეზიდენტად". - განაცხადა კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. 

 

მსგავსი სიახლეები