უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება - ქადაგიშვილი ზურაბიშვილს

17.10.23 15:52
უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება - ქადაგიშვილი ზურაბიშვილს

უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

ჩვენ წავიკითხეთ ასევე, სამი მოსამართლის განსხვავებული ხედვა რაშიც მდგომარეობს და ისინი თურმე პოლიტიკურ შიგთავსზე საუბრობენ და არა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების ერთმანეთის შეჯერებაზე და დარღვევაზე. 

თქვა, რომ - ახლა მიყურეთ როგორ პოლიტიკაში ვიქნები ჩართულიო.

ჩვენ უკვე კარგად გიყურეთ და დავინახეთ, რომ სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკურ ამბიციებს შესწირეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის სულისკვეთება, საქართველოს კონსტიტუცია და რაც შეგეძლოთ თქვენი ქმედებებით მაქსიმალურად აზიანეთ ევროკავშირთან დაახლოების გზა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ ოფიციალური დადგენილება გამოიტანა პარლამენტში და განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მსჯელობა ხვალ სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე დაიწყება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და სურვილი გამოთქვა, რომ თავადაც გამოვიდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. 

მსგავსი სიახლეები